თბილისის „დინამომ“ ითამაშა, მაგრამ აღარ ითამაშებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, თბილისის „დინამო“ არცთუ სახარბიელო დღეშია. ფეხბურთელები არ მალავენ, რომ სამი თვის განმავლობაში, ჯამაგირი არ მიუღიათ და ბოლო კვირა, ვარჯიშებზეც უარს ამბობდნენ. იყო ვარაუდი, რომ თბილისელები, საქართველოს ჩემპიონატის 32-ე ტურში, „თელავთან“ სათამაშოდ არ გავიდოდნენ, მაგრამ გავიდნენ, ითამაშეს, 4:0 მოიგეს და თუ შემდეგ მატჩამდე, რომელიც კვირის ბოლოს გაიმართება, დავალიანებას არ გაუსტუმრებენ, ბურთის გაგორებას აღარ აპირებენ.

„კლუბის პრეზიდენტი საზღვარგარეთ არის, ჩვენ კი ნორმალურ პასუხს არავინ გვცემს. გასაგებია ერთი თვე, მეორე თვე, მაგრამ სამი თვე ძალიან ბევრია. ჩვენ ოჯახებს, სწორედ ამით ვარჩენთ და ყველანაირი რესურსი და სახსარი ამოგვეწურა“, - გვითხრა „დინამოს“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე