გრიგალაშვილმა ევროპის ფინალი დათმო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. -81 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა ფინალური შეხვედრა „თურქ“ ვედატ ალბაირაქთან დათმო. თურქი ბრჭყალებში შემთხვევით არ ჩაგვისვამს - სინამდვილეში, ალბაირაქი ვანო ვაზაგაშვილია, ხოლო თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე გახლავთ. შესაბამისად, მარტივი მისახვედრია, რომ ფინალური შეხვედრის დროს, მწვრთნელთა მხრიდან ქართული შეძახილები ისმოდა.

ცოდვა გამხელილი სჯობს, კონტინენტის პირველობაზე, ჩვენი გუნდი თითქოს გადაღლილი გვეჩვენება. ლაშა გუჯეჯიანის ხელში ნაკრები არა მარტო ევროპაში, არამედ, მთელ მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ძალაა და წესით, მეორე საშეჯიბრო დღეს, უფრო მეტი და უფრო მაღალი სინჯის მედლები უნდა გვქონდეს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე