დავითაშვილის ბენეფისი - ზურიკომ „ოსერს“ მარტომ მოუგო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სანაკრებო მაატჩების წინ, ქართველი ლეგიონერების ასპაარეზობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვინ როგორ ფორმაშია, სწორედ ამ შეხვედრებიდან უნდა გავიგოთ. ცოდვა გამხელილი სჯობს და, ჩვენი ნაკრები მთლიანად ლეგიონერებზეა ჩამოკიდებული და ვილი სანიოლის რჩეულთა შორის, ეროვნული პირველობიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელია.

ზურიკო დავითაშვილით დავიწყოთ. მისმა „სენტ ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე „ოსერი“ მიიღო და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ქართველისთვის ფრანგულ კარიერაში საუკეთესო მატჩი იყო. „სენტ ეტიენმა“ 3-1 გაიმარჯვა და მასპინძელთა სამივე გოლი დავითაშვილის ანგარიშზეა. ამაას გარდა, მაან ბურთი ერთხელ ძელსაც მოარტყა, ანუ 4 გოლის გატანა შეეძლო. რა ძნელი მისახვედრია, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ დავითაშვილი დაასახელეს და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ გასულ 6 ტურში, „სენტ ეტიეენს“ 3 გლი ჰქონდა გატანილი, ზუკამ კი, ერთ მაატჩსი ამდენივე გაიტანა და თანაგუნდელთა შორის საუკეთესო ბომბარდირია. 3 გოლის გარდა, დავითაშვილს ორი საგოლე გადაცემაც აქვს, ანუ, მისი გუნდის მიერ გატანილი 6 გოლიდან, ხუთში მონაწილეობა აქვს მიღებული.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კომო“ დაამარცხა და ახლა, მთელი იტალია იმაზე მსჯელობს, რატომ არ დანიშნა მსაჯმა პენალტი სტუმართა კარში მაშინ, როცა კვარაზე წესების აშკარა დარღვევას ჰქონდა ადგილი. ხვიჩა ამ შეხვედრაში საუკეთესო ნამდვილად არ იყო, მაგრამ ყველაზე მეეტი ხიფათი სწორედ მაშინ იქმნებოდა, როცა ბურთი მას ჰქონდა.

მესამე მშრალი შეხვედრა ჩაატარა „ვლანესიას“ რიგებში გიორგი მამარდაშვილმა. მისი გუნდი სტუმრად „ლეგანესს“ დაუზავდა და ამაზე საინტერესო რამ ინგლისში მოხდა - „ლივერპულის“ ძირითადმა კიპერმა ალისონმა ბარძაყის ტრავმა მიიღო, ანუ ის ტრავმა, რომლის გამოც, გასულ სეზონში ზედიზედ 15 შეხვედრის გამოტოვება მოუხდა. მოგეხსენებათ, მამარდა „ლივერპულის“ საკუთრებაა და „ვალენსიაში“ იჯარის წესით თამაშობს. ჰოდა, ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ მერსისაიდელები უკვე ზამთარში შეეცდებიან გიორგი წაიყვანონ, რის შესაძლებლობასაც ესპანელები არ განიხილავენ, რადგან „ვალენსიას“ კარგი დროება ნამდვილად არ უდგას და მამარდაშვილის ახლა გაშვება მათთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

გიორგი გველესიანის „პრესეპოლისმა“ ქართველის გოლით იმარჯვა. თან რა გოლით - გიორგიმ მეტოქის კარი მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე აიღო და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. მოგეხსენებათ, გველესიანი ნაკრებშია გამოძახებული, მაგრამ ირანში არსებული სიტუაციის გამო, ფრენით ჩამოსვლას ვერ მოახერხებს და ავტომობილით მოუწევს მგზავრობა.

თავისი მატჩი მოიგო გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ და უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს გუნდი პრემიერლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს. რამდენად გამოუვათ ეს ვყელაფერი ჩაკვეს და მის თანააგუნდელებს, სხვა საკთხია, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ „უოტფორდი“ ლიდერთა მარაქაშია გარეული და იოლად არაფერს დათმობს.