ასპირინი კიბოს წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა გაარკვიეს, რომ ასპირინის მიღება კოლორექტალური კიბოს ანუ ნაწლავის კიბოს განვითარებას აფერხებს. აღმოჩნდა, რომ ეს პრეპარატი, დროთა განმავლობაში, ცვლის სიმსივნური უჯრედების პოპულაციის ევოლუციის მეთოდს, მათ ნაკლებად სიცოცხლისუნარიანს ხდის და ხელს უშლის მათ გამრავლებას. კერძოდ, ასპირინი კიბოს უჯრედების გაყოფის სიჩქარეს აქვეითებს, ხოლო მათი სიკვდილის სიჩქარეს ზრდის. ჯერ კიდევ 2011 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ორი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად იღებდნენ ასპირინს, 63%-ით შეუმცირდათ კოლორექტალური კიბოთი დაავადება. სხვათა შორის, ეს იმ პაციენტებს შეეხოთ, რომელთაც ლინჩის სინდრომი ჰქონდათ. ეს მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც ზრდის სიმსივნის სხვადასხვა სახეობის განვითარების რისკს.