სტრადივარის ვიოლინო აუქციონზე გაყიდეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიელი ოსტატის, ანტონიო სტრადივარის მიერ შექმნილი ვიოლინო ნიუ-იორკის აუქციონზე 15.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. სპეციალისტების შეფასებით, ისტრუმენტი, რომელიც „და ვინჩის“ სახელითაა ცნობილი, 1714 წელს შეიქმნა. ეს პერიოდი სტრადივარის ცხოვრებაში „ოქროს ხანად“ არის ცნობილი. აუქციონის სახლის - Tarisio ცნობით, ვიოლინოს ღირებულება წინა რეკორდულ ფასს ჩამორჩა - იტალიელი ოსტატის ხემიანი ინსტრუმენტი, 2011 წელს, 15.9 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამჟამად გაყიდული ვიოლინო, 40 წლის განმავლობაში, ცნობილ ვირტუოზ მევიოლინეს, ტოშე ზაიდელიუს ეკუთვნოდა. თავის დროზე, მუსიკოსი პრინსტონის უნივერსიტეტში ისტრუმენტზე დაკვრას ალბერტ ეინშტეინსაც ასწავლიდა. მოსწავლე და მასწავლებელი კონცერტებზეც გამოდიოდნენ ერთად. „და ვინჩის“ ბოლო მფლობელი იაპონელი კოლექციონერი იყო, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა. უცნობია, ასევე, რარიტეტის ახალი მფლობელის სახელიც.