ფილტვის კიბოს უსაფრთხოდ უმკურნალებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოლონელმა სწავლულებმა ფილტვის კიბოსთან ბრძოლის ახალ მეთოდს მიაგნეს, რომელიც ჯანმრთელი უჯრედებისთვის ტოქსიკური არ არის. მათი დასკვნები სამეცნიერო ჟურნალში International Journal of Molecular Sciences გამოქვეყნდა. მკვლევარებმა ნაერთის სინთეზირება განახორციელეს, რომელიც მაღალი სიმსივნის საწინააღმდეგო აქტიურობით გამოირჩევა. ვერცხლის ნანონაწილაკები უზრუნველყოფენ უსაფრთხო თერაპევტულ აგენტებს კიბოს მკურნალობისას.

„ამგვარად, შესაძლოა, მივიღოთ სიმსივნის საწინააღმდეგო ახალი აგენტები“, - ნათქვამია კვლევაში. სტატიაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემებით, ყველა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის, ფილტვის კიბო სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. 2018 წელს, ონკოლოგიით გამოწვეული სიკვდილობის 20% სიმსივნის ამ სახეობას უკავშირდებოდა. მკვლევარები იმასაც აღნიშნავენ, რომ ფილტვის კიბოს შემთხვევების 80-90%-ში, დაავადების გამომწვევი მიზეზი მოწევას უკავშირდება.