კომპენსაცია ჩაშლილი დასვენებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფინეთის მომხმარებელთა კამათების გადაჭრის კომისიამ პირველად დაადგინა კომპენსაცია „შვებულებისგან მისაღები სიამოვნების დაკარგვისთვის“, - აცხადებს ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ანაზღაურება შეიძლება მიიღონ, მაგალითად, იმისთვის, თუკი მომხმარებელი სასტუმროში საკვებით მოიწამლა, ან ტკიპამ უკბინა. თუმცა, უბრალოდ, ნეგატიური განწყობა ან იმედგაცრუება არ ჩაითვლება კომპენსაციის გადახდის საფუძვლად. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ანაზღაურება სიამოვნების დაკარგვისთვის, დაახლოებით, 100 ევრო იქნება.