დამბლის დამარცხების გზას მიაგნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავსტრალიის სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის სწავლულებმა მოზრდილი ადამიანების ძვლისა და ცხიმოვანი ქსოვილებისგან ღეროვნი უჯრედების მიღება ისწავლეს, რომელთაც ნებისმიერი ქსოვილის რეგენერაცია შეუძლიათ, მათ შორის, გატეხილი ხერხემლისაც. როგორც მეცნიერები აცხადებენ, ახალი მეთოდი საშუალებას იძლევა, მიიღონ ინდუცირებული ღეროვანი უჯრედები ან პროგენიტორული უჯრედები, რომელთაც გარკვეულ ქსოვილებად გარდაქმნა შეუძლიათ. ასეთი მიდგომა ლაბორატორიულ თაგვებზე გამოსცადეს, პირველი კლინიკური ცდების დაწყებას კი წლის ბოლოსთვის აპირებენ. ახალ თერაპიას უდიდესი პოტენციალი აქვს ზურგისა და კისრის მკურნალობაში, ასევე, ზურგის დისკის, სახსრებისა და კუნთების ტრავმის მკურნალობის დროს.