დედოფალს „ბარბის“ თოჯინა მიუძღვნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომპანია Mattel-მა, რომელიც ბავშვებისთვის საყვარელ ბარბის თოჯინებს უშვებს, სათამაშოს შეზღუდული სერია - ბარბი-Queen წარადგინა. საპატიო თოჯინა, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედოფლის გამოსახულებაა, ტახტზე ელისაბედ მეორის ასვლის „პლატინის იუბილეს“ მიეძღვნა. თოჯინას ელეგანტური, სპილოსძვლისფერი კაბა აცვია - ცისფერი ლენტით. ცოტა ხნის წინ, დედოფალი 96 წლის გახდა. ის ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, გვირგვინი კი 1953 წლის 2 ივნისს დაიდგა.