13 წლის ბიჭმა უნივერსიტეტი დაამთავრა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, ქალაქ სენტ-ლუის-პარკში მცხოვრებმა 13 წლის ელიოტ რობ ტენერმა მინესოტის უნივერსიტეტი დაასრულა. ბიჭუნამ გადაწყვიტა, ხარისხი დაიცვას და პროფესორი გახდეს - ის ახლა, ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლას დაასრულებს და ბაკალავრის ხარისხს მიიღებს. ელიოტის შემდეგი მიზანი დოქტორის ხარისხის მოპოვებაა. ამ ვუნდერკინდი ბავშვის დედის თქმით, ელიოტმა კითხვა 2-3 წლის ასაკში, დამოუკიდებლად ისწავლა. 9 წლისა, კოლეჯის წიგნებს კითხულობდა, ორი წლის შემდეგ კი ნორმანდეილის საზოგადოებრივი კოლეჯი დაასრულა.