ბრაზილიელმა კაცმა ერთ კომპანიაში მუშაობით რეკორდი დაამყარა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრაზილიელი უოლტერ ორტმანი, ერთ კომპანიაში 84-წლიანი მუშაობის სტაჟით, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. 100 წლის უოლტერი, კომპანია Industrias Renaux SA-ში, 1938 წელს მივიდა, როცა ჯერ კიდევ 15 წლის იყო. კარიერა მამაკაცმა მიწოდების განყოფილებაში, თანაშემწის პოზიციაზე დაიწყო. წლების განმავლობაში, გაყიდვების მენეჯერის თანამდებობას მიაღწია. ამ 84 წლის განმავლობაში, ორტმანი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და ხელფასს ცხრა სხვადასხვა ვალუტაში იღებდა. წელს, უოლტერი ოფიციალურად შეიყვანეს გინესის წიგნში, ერთ კომპანიაში ყველაზე ხანგრძლივი დროის მუშაობის გამო. მიუხედავად ასაკისა, ორტმანი პენსიაზე გასვლას ჯერ კიდევ არ გეგმავს. მისი თქმით, ახლა მუშაობა გაცილებით იოლია, მთავარია, გქონდეს მობილური ტელეფონი და ინტერნეტი - საქმეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გააკეთებ.