პლასტირი ბეკონით, ვეგანებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოქსფორდის უნივერსიტეტის სწავლულებმა, ირლანდიურ ვეგანურ სტარტაპთან ერთად, უნიკალური პლასტირი შექმნეს, რომელიც ვეგეტარიანელებს ხორცისადმი მიდრეკილების დაძლევაში უნდა დაეხმაროს. ხელზე მიწებებული პლასტირი ბეკონის სურნელს უშვებს. ჩატარებულმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ სუნს შეუძლია საჭმლისადმი მიდრეკილება დაძლიოს. ჩვენი ყნოსვა მჭიდროდ უკავშირდება გემოს შეგრძნებას. ამიტომ, ბეკონის არომატის შესუნთქვა ადამიანს აფიქრებინებს, რომ მას მიირთმევს. შესაძლოა, დანაყრების გრძნობაც კი გაუჩინოს, - ამბობენ მკვლევარები. ისინი იმედოვნებენ, რომ პლასტირი ხორცისადმი მიდრეკილების დაძლევაში იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებმაც ვეგეტარიანელობა ან ვეგანობა გადაწყვიტეს. ჯერჯერობით, პლასტირი გაყიდვაში არაა - ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში, მასზე ტესტირება კიდევ ჩატარდება.