„შოკოლადის“ წიწაკა ყავით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კანადურმა კომპანია - Zing! Healthy Foods ბულგარული წიწაკის მეტად უჩვეულო სახეობა გამოიყვანა, რომელიც გამოირჩევა შოკოლადივით ფერითა და უჩვეულო სიტკბოთი - ყავის ნოტებით. მიუხედავად ამ არასტანდარტული გემობრივი თვისებებისა, წიწაკის ვიტამინური შემადგენლობა უცვლელი დარჩა - მასში კვლავ დიდი რაოდენობითაა „ცე“ ვიტამინი და ასევე, მეტად იშვიათი „პე“ ვიტამინი, რომლის წყალობითაც აითვისება ასკორბინის მჟავა. ცნობილია, რომ „შოკოლადის“ წიწაკა სათბურებში მოჰყავთ და პრემიუმ-კლასის პროდუქტად მიიჩნევა.