ხეებს ელ-ფოსტა გაუხსნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავსტრალიაში, მელბურნის საქალაქო სამსახურმა ყოველ ხეს საკუთარი ელექტრონული მისამართი შეუქმნა. ეს იმ მიზნით გაკეთდა, რომ ქალაქის მცხოვრებლებმა შეძლონ კონკრეტული ხის პრობლემები მიაწოდონ ხელისუფლებას, მაგალითად, გამხმარი და საშიშად ჩამოკიდებული ტოტების შესახებ. Urban Forest-ის მონაცემთა ბაზა ქალაქის მომსახურების ჩვეულებრივი ციფრული სისტემა უნდა ყოფილიყო, თუმცა ბევრმა მელბურნელმა ხეებისთვის წერილების წერა დაიწყო, სადაც მათ მიმართ პატივისცემას, სიყვარულსა და აღფრთოვანებას გამოახატავენ. აქაურ ხეებს წერილები შორეული მოძმეებისგანც მოსდით.