„სპაიდერმენის“ ფანი რეკორდსმენი გახდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის მცხოვრებმა, რამირო ალანისმა, კინოთეატრში ერთი და იგივე ფილმის ნახვების რაოდენობით, რეკორდი დაამყარა. გინესის რეკორდების წიგნის საიტზე ნათქვამია, რომ მან ბლოკბასტერს „ადამიანი-ობობა: გზა სახლისკენ არ არის“, 292-ჯერ უყურა. ამ კატეგორიაში ალანისი 2019 წელსაც გახდა რეკორდსმენი ფილმის - „შურისმაძიებლები: ფინალი“ ნახვებით. ორი წლის შემდეგ მისი შედეგი ფრანგმა არნო კლიაინმა გააუმჯობესა, რომელმაც „კამელოტი: მეფის დაბრუნება“ 204-ჯერ ნახა. რეკორდების წიგნის მიხედვით, მონაწილემ ფილმი კინოთეატრში უნდა ნახოს მთლიანად, ტიტრების ჩათვლით, არ უნდა გავიდეს დარბაზიდან და არ ისარგებლოს სმარტფონით. წესების დარღვევის გამო, ალანისს ფილმის 11 ნახვა არ ჩაუთვალეს.