სასიკვდილო ვახშამი განაწყენებული მზარეულისგან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდოეთის ერთ-ერთი მცხოვრები ქალბატონი იმის გამო დააპატიმრეს, რომ ნათესავების გამუდმებული დაცინვით განაწყენებულმა, ისინი მოწამლული ვახშმით გამოკვება. 23 წლის პრადნია სურვეიზის სასიკვდილო ვახშმის შედეგად, მისი ხუთი ნათესავი გარდაიცვალა. გოგონამ აღიარა, რომ ზოგიერთ კერძში გაურია ფხვნილი, რომელსაც გველების დასახოცად იყენებენ. სამართალდამცავების თქმით, სურვეიზი ქმრისა და ოჯახის იმ წევრების მოკვლას აპირებდა, რომლებიც ორი წლის განმავლობაში, გამუდმებით მასხრად იგდებდნენ მის კულინარიულ შესაძლებლობებს. ვახშამზე, რომელიც დამნაშავის ახლობელმა მოაწყო, 120 ადამიანი იყო მიწვეული. მათგან 88 მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილთაგან სამი ბავშვი იყო. პოლიციაში ხანგრძლივი დაკითხვების შემდეგ, სურვეიზმა აღიარა, რომ მკვლელობა განზრახ ჩაიდინა.