აქლემის რძე ბავშვთა საკვებში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომპანიამ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან Camelicious, რომელიც აქლემის რძისგან 40-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს, კიდევ ერთი სიახლე წარადგინა ამ ინგრედიენტის გამოყენებით - ეს ბავშვთა კვებაა. ფირმის წარმომადგენლების განცხადებით, ის პატარების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოცაა და უსაფრთხოც, ბავშვებს ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ენერგიას აძლევს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქლემის რძე თავისი უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა - ის ათჯერ უფრო მეტ რკინასა და ხუთჯერ მეტ „ცე“ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ძროხის რძე. ამასთან, ცხიმიანობა ორჯერ ნაკლებია. არაბი სპეციალისტების თქმით, ისინი ცდილობენ შეამცირონ შაქრის შემცველობა საკუთარ პროდუქციაში, რათა ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო სასარგებლო გახდეს.