აეროპორტში ბოსტნეული მოჰყავთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდოეთში, ქერალას შტატში მდებარე საერთაშორისო აეროპორტი „კოჩინი“, ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც საკუთარ ტერიტორიაზე, დიდი რაოდენობით ბოსტნეული მოჰყავს. ეს შესაძლებელი გახდა მზის ბატარეების გამოყენებით. მზის პანელები აქ, დაახლოებით, 20 ჰექტარზეა განლაგებული, ბოსტნეული კი 3 ჰექტრამდე მიწაზე მოჰყავთ. აეროპორტის ყოველწლიური მოსავალი 40 ტონას აღწევს. ძირითად მოსავალ შეადგენს გოგრა, კიტრი, კომბოსტო, მარცვლოვნები, წიწაკა ჩილი, კოჭა და სხვა. აღსანიშნავია, რომ მთელი მცენარეული პროდუქცია ორგანულია და ის პესტიციდების გარეშე მოჰყავთ. აეროპორტის ხეომძღვანელობა აპირებს, მომავალში „ბოსტნის“ ფართობი გაზარდოს და 60 ტონამდე მოსავალი მოიწიოს.