ფილიპინელმა ქალმა მოღალატე ქმარს ტანსაცმელი გაუყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფილიპინებზე მცხოვრები ქალი, ჯამილია გალვესი, როცა ქმრის ღალატის შესახებ შეიტყო, დეპრესიაში არ ჩავარდნილა. მალევე მოიფიქრა, სამაგიერო როგორ გადაეხადა და ვიდრე ორგული მეუღლე სახლში არ იყო, მისი ნივთები სოციალური ქსელით გაყიდა. პირდაპირ ეთერში მოწყობილი ვაჭრობისას, მსურველებს შეეძლოთ, ეყიდათ ძვირადღირებული ბრენდების შარვლები, პერანგები და მაისურები. „შეიძინეთ დიდი სიფრთხილით, ეს ნივთები დაწყევლილია“, - აფრთხილებდა მყიდველებს ჯამილია. პირდაპირ ეთერში ვაჭრობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ვიდეო 28 ათასმა ადამიანმა გადააზიარა. ქმრის ტანსაცმლის გაყიდვით მიღებულ ფულს გალვესი სამ შვილს მოახმარს. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გაამხნევეს კიდეც ქალი - ეგ კაცი შენი ღირსი არ არისო.