ანტიბიოტიკები მეხსიერებას აუარესებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა გამოარკვიეს, რომ ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა მიღებამ, შესაძლოა, მეხსიერებას ავნოს. ექსპერიმენტებისას, მკვლევარები 210 ლაბორატორიულ თაგვს ჯერ ჩვეულებრივ წყალს აძლევდნენ, მერე კი მასში ანტიბიოტიკებს ურევდნენ. შედეგების გაანალიზებისას აღმოჩნდა, რომ ნაწლავების მიკროფლორის შეცვლასთან ერთად, ცვლილებები მიმდინარეობდა მღრღნელების ჰიპოკამპშიც. გაირკვა, რომ ანტიბიოტიკების ზემოქმედებით, ახალი ნერვული უჯრედების ფორმირება ფერხდებოდა. სწავლულები ამტკიცებენ, რომ შემდგომი ექსპერიმენტებისას, მათ მოახერხეს მეხსიერების ფორმირების უნარის აღდგენა ნაწლავური მიკლოფლორის აღდგენით და ფიზიკური აქტივობით.