რუსეთს სამუზეუმო ექსპონატები ჩამოართვეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფინეთის საბაჟო სამსახურის განცხადებით, მათ დააკავეს და კონფისკაცია გაუკეთეს ექსპონატებს ერმიტაჟიდან, ტრეტიაკოვის გალერეადან და რუსეთის სხვა მუზეუმებიდან. სამუზეუმო ნივთებს ევროპიდან შინ, რუსეთში აბრუნებდნენ, რომლებიც იტალიაში, „გრანდ-ტურის“ გამოფენაზე წაიღეს. ამ გამოფენის ორგანიზატორი არა სახელმწიფო, არამედ, იტალიური საბანკო ჯგუფი Intesa Sanpolo იყო. ოფიციალური ჰელსინკის თქმით, მიზეზი ის არის, რომ სანქციების დარღვევის მცდელობა დაფიქსირდა. სპეციალისტების მოსაზრებით, ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ევროპიდან მოჰქონდათ, შესაძლოა, რუსეთში აღარც დააბრუნონ. მომხდარ ფაქტზე ფინეთის საბაჟო გამოძიებას ატარებს. დაკავებული საკუთრების რიცხვშია ანტიონიო კანოვას ქანდაკება, ლარნაკები, სხვადასხვა ქანდაკებები, კვარცხლბეკები, რომლებიც XVIII საკუკუნის ბრინჯაოს ცნობილი ოსტატის, ლუიჯი ვალადიეს მიერაა შექმნილი, ასევე, ცნობილი მხატვრების ათობით ტილო.