მოსამართლე ქურდობისთვის დააკავეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვედეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე მაღაზიიდან შაშხისა და სოსისების ქურდობისთვის დააკავეს. როგორც კი მის საქმეზე გამოძიება დაიწყო, 65 წლის ქალი თანამდებობიდან გადადგა. ცნობილია, რომ შემთხვევა შობის წინ, სტოკჰოლმის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. მისმა თანამშრომლებმა მოსამართლე მაშინ დააკავეს, როცა მას, სხვა პროდუქტებთან ერთად, შაშხი, ყველი და სოსისებიც გაჰქონდა. თუმცა, მოსამართლე მათი მოპარვის განზრახვას უარყოფს. წვრილმანი ქურდობისთვის ჯარიმა 50 ათასი შვედური კრონია (4800 ევრო). თებერვალში, როგორც კი მის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო, თემიდას მსახური თანამდებობიდან წავიდა. აქამდე, ქალმა უმაღლეს სასამართლოში, დაახლოებით, 20 წელი იმსახურა.