აპენდიციტის ამოჭრა ინფარქტს გვიახლოვებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აპენდიციტისა და ნუშურა ჯირკვლების ამოჭრა მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს ზრდის, - ასეთ უჩვეულო და საოცარ დასკვნამდე მივიდნენ შვედეთის სამეფო ინსტიტუტის სპეციალისტები, რომელთაც 40-დან 55 წლამდე ასაკის ქვეყნის ყველა მცხოვრებთა სამედიცინო ანკეტები შეისწავლეს. სწავლულები მიღებულ შედეგებს იმით ხსნიან, რომ ადამიანის ორგანიზმი იმდენად რთული და ურთიერთდაკავშირებული სტრუქტურაა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებები, შესაძლოა, მეტად სერიოზული შედეგების მიზეზი გახდეს. ჩატარებული კვლევებით დადასტურდა სწავლულთა ვარაუდები, რომ ადრეულ ასაკში, „ბრმა ნაწლავისა“ და „გლანდების“ ამოჭრა მნიშვნელოვნად ზრდის უკვე მოწიფულ ასაკში ინფარქტის განვითარების რისკს. აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც 20 წლამდე ამოიკვეთეს ეს ორგანოები, შემდგომი 23.5 წლის განმავლობაში, დიდი ალბათობა ჰქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულის იშემიური დაავადებების განვითარებისა.