აუქციონზე მთვარის მტვერს გაყიდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გამოცემა „ფორბსის“ ინფორმაციით, დედამიწის თანამგზავრის მტვერი, რომელიც ამერიკელმა ასტრონავტმა, ნილ არმსტრონგმა ჩამოიტანა, Bonhams-ის აუქციონზე გაიყიდება. მთვარის მტვერი არმსტრონგმა 1969 წელს, „აპოლონ 11“-ის ფრენის დროს, NASA-თვის შეაგროვა. ცნობილია, რომ ლოტის საწყისი ფასი 800 ათასი დოლარია. აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ მტვრის ნამდვილობა უკვე დაადასტურა. ნილ არმსტრონგი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი. დედამიწის თანამგზავრზე ამერიკელი ასტრონავტები 1969 წლის 20 ივლისს დაეშვნენ.