ხის ცათამბჯენს ააშენებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვეიცარიაში, ქალაქ ვინტერტურში, ხის ცათამბჯენს - Rocket&Tigerli-ს ააშენებენ. ის მსოფლიოში ხის ყველაზე მაღალი შენობა იქნება. შენობა ოთხ, სხვადასხვა სიმაღლის კორპუსს მოიცავს, ერთ-ერთი მათგანის სიმაღლე 100 მეტრი იქნება. ამჟამად, ყველაზე მაღალი ხის შენობა ნორვეგიაში მდებარე მიოსტორნეტის კოშკია, რომლის სიმაღლეც 85.4 მეტრია.

ახალ, შვეიცარიულ პროექტზე დანიური ბიურო Schmidt Hammer Lassen-დან მუშაობენ არქიტექტორები ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად. ვარაუდობენ, რომ ხის ცათამბჯენი 2028 წლისთვის აშენდება. ის ყოფილი სარკინიგზო ქარხნის ადგილას განთავსდება და მოიცავს საცხოვრებელ სივრცეს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, რესტორანსა და ბარს, სავაჭრო ფართებსა და სასტუმროს.