ველოსიპედით გადაადგილებისთვის ფულს გადაუხდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიის ქალაქ ფლორენციის მცხოვრებლებს, ველოსიპედით გადაადგილებისთვის გარკვეულ თანხას გადაუხდიან. ამ აქციის მონაწილეებს თვეში, დაახლოებით, 30 ევროს გამომუშავება შეუძლიათ. ის მძღოლები, რომლებიც მანქანიდან ველოსოპედებზე გადასხდებიან, ქალაქში გავლილი ყოველი კილომეტრისთვის 20 ევროცენტს მიიღებენ. ისინი კი, რომლებიც უკვე მხოლოდ ამ ეკოლოგიური ტრანსპორტით გადაადგილდებიან, 15 ევროცენტს მიიღებენ.

გავლილ კილომეტრებს ბლუთუზ-მოწყობილობებით გააკონტროლებენ, რომლებიც ინფორმაციას სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით მოაგროვებენ. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში, საუკეთესო შედეგებს დააგროვებენ, ფულად პრიზებს გაათამაშებენ. ველოსიპედისტებს უფასოდ დაურიგებენ სასიგნალო ფანრებსა და საჭეზე სმარტფონის დასამაგრებლებს. აქცია ერთ წელიწადს გაგრძელდება და ორგანიზატორების ჩანაფიქრით, მან ადგილობრივებს ავტომანქანებზე უარი უნდა ათქმევინოს.