მწეველებს პომიდვრის ჭამას ურჩევენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეს ბაღჩეული კულტურა ისევე, როგორც ტკბილი წიწაკა, კარტოფილი და ბადრიჯანი, მდიდარია ნიკოტინის მჟავით. თუ ადამიანის ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით იღებს ამ ნივთიერებას, შესაბამისად, სიგარეტისადმი მოთხოვნაც ნაკლებად უჩნდება. ასე რომ, თუკი მოწევისთვის თავის დანებება გინდათ, შეგიძლიათ, ზემოთ ჩამოთვლილი ბოსტნეული ხშირად მიირთვათ, განსაკუთრებით, პომიდორი. ის მდიდარია ასევე ლიკოპინით - ანტიოქსიდანტით, რაც მას წითელ ფერს ანიჭებს. კვლევებით ცნობილია, რომ ეს ნივთიერება აქტიურად ზემოქმედებს სიმსივნურ უჯრედებზე და მათ ზრდას ანელებს. ის ზრდის ასევე ფერტილობის მაჩვენებელს მამაკაცებში. ასევე იცავს გულის დაავადებებისგან, სახის კანს - დაბერებისგან, თანაც პომიდორი დიეტური, დაბალკალორიული პროდუქტია და ის შეგიძლიათ თამამად მიირთვათ.