რა უნდა წაიკითხოთ, სანამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე “იღლიცინებთ”?!

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი და პროფესორი დალილა ცატავა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე პოსტს აქვეყნებს: 

"1. რა არის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა⁉️
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები, ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროებია:
• ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები (ლეგენდა, იგავი, ზეპირი გადმოცემა, თქმულება და ა.შ.)
• საშემსრულებლო ხელოვნება (სიმღერა, ცეკვა, სახიობა და ა.შ.)
• საზოგადოებრივი პრაქტიკა (კულინარია, თამაშობა, დღეობა, დღესასწაული, დ ა.შ.)
• გარე სამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება (ხალხური მედიცინა, ბუნების მოვლენებთან დაკავშირებული ადთ-წესები, შინაური ცხოველებისა და ფრინველების, ხილისა თუ ბოსტნეული ჯიშები და ა.შ.)
• ხელოსნობის დარგები და ტექნიკა (ხალხური რეწვა: თექა, ფარდაგი, მეტალის, თიხის დამუშავება და ა.შ.)
❗ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა დოკუმენტირებულია კერძო და სახელმწიფო არქივებში, მუზეუმებში, სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებში და სხვა დაწესებულებებში.
❗ არამატერიალური კულტურა ადამიანისგან განყენებულად, შემოქმედის გარეშე არ არსებობს, ამიტომაც მის მატარებლად ითვლება ერი, საზოგადოება, თემი, ადამიანთა ჯგუფი, ცალკეული პიროვნება. არამატერიალური კულტურა მისი შემქმნელისთვის წარმოადგენს იდენტობის განმსაზღვრელს. სწორედ ამიტომ, მისი ნიმუშების გამოვლენის, დოკუმენტირების, დაცვისა და აღორძინების საქმეში უმნიშვნელოვანესია ფართო საზოგადოების ჩართულობა. ამასთან, მას რამდენიმე სპეციფიკური მახასიათებელი აქვს. კერძოდ: ის განახლებადია, ზეპირი ფორმით (ოჯახში, თემში, საზოგადოებაში) უშუალოდ გადაეცემა თაობიდან თაობას, ყოველ ახალ ჯერზე კვლავწარმოებადია და შემოქმედებითია.
‼️2. UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენცია
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) - გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოა. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად.
ორგანიზაცია 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა, მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში.
2003 წელს იუნესკომ გენერალური კონფერენციის 32-ე სესიაზე მიიღო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია.
კონვენცია არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას განიხილავს, როგორც კულტურული მრავალფეროვნების წყაროს და მისი მდგრადი განვითარების გარანტს.
‼️არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ორ - ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ხორციელდება. ❗ეროვნულ დონეზე, კონვენციის წევრი ქვეყანა უზრუნველყოფს მისი შემადგენელი ელემენტების იდენტიფიცირებას, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების, ინსტიტუციების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების დაცვასა და აღორძინებაში.❗
დღეისათვის მსოფლიოს 143 ქვეყანა მიერთებულია აღნიშნულ კონვენციას და აქტიურად თანამშრომლობს ამ საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებით.
კონვენციის მიღებას წინ უძღოდა იუნესკოს მიერ 2001 წლის 18 მაისს, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელთუქმნელი შედევრების ნუსხის დამტკიცება.
საქართველო კონვენციას მიუერთდა 2007 წელს, რითაც სახელმწიფომ აღიარა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა და იკისრა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს: ❗არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით მის იდენტიფიკაციას, დოკუმენტირებას, კვლევას, შენახვას, დაცვას, აღორძინებას, პოპულარიზაციას, ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით ახალგაზრდა თაობისთავის მის გადაცემას და სხვა."