ჯიკიჩი საქართველოში ებრაელებმა არ გამოუშვეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც ილიას ზუროსმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ჩვენი გუნდი მწვრთნელის გარეშეა და ფედერაცია ბერძენი სპეციალისტის შემცვლელს აქტიურად ეძებს. ორიოდე კვირის წინ, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები სერბ სპეციალისტთან, ალექსანდრ ჯიკიჩთან მიმდინარეობდა და წარმატებითაც დასრულდებოდა, რომ არა იერუსალიმის „ჰაპოელის“ უარი.

საქმე ის გახლავთ, რომ ჯიკიჩი ახლა სწორედ „ჰაპოელის“ თავკაცია და საქართველოს ნაკრებში პარალელურად უნდა ემუშავა, რაც მსოფლიო კალათბურთში მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ ებრაულმა მხარემ უარი თქვა. არადა, ჯიკიჩს „ჰაპოელში“ მართლაც კარგი პერიოდი უდგას, გუნდს ქვეყნის სუპერთასი მოაგებინა, ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გაიყვანა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ათამაშა.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე