„ბარსელონა“ Barca TV-ს ხურავს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კატალონიურ „ბარსელონას“ წინ უმძიმესი სატრანსფერო ფანჯარა ელოდება. საქმე ის გახლავთ, რომ კლუბს ფული არ აქვს და ახალ ფეხბურთელებს ვერ იყიდის, თუ ამჟამინდელი შემადგენლობიდან ვინმეს არ შეელევა. კლუბს ფინანსურად იმდენად უჭირს, რომ 30 ივნისიდან, საკლუბო ტელევიზიას - Barca TV-საც ხურავს და 150 თანამშრომელს ათავისუფლებს. გაგიკვირდებათ და, ამ ინფორმაციას კლუბის ქომაგები ძალიან მშვიდად შეხვდნენ. თუმცა, იმიტომ კი არა, რომ ტელევიზია არ სურთ, არამედ, კატალონიაში ყველამ იცის - ხუან ლაპორტა ფულს ლიონელ მესის დასაბრუნებლად ეძებს.

არგენტინელი მზად არის, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს, მაგრამ ამისათვის კლუბმა მას არა მარტო კარგი ჯამაგირი უნდა შესთავაზოს, არამედ, პანდემიის დროს დაკლებული და არგადახდილი 26 მილიონიც უნდა აუნაზღაუროს. მთლიანობაში, მესისთან სრულფასოვანი კონტრაქტის გასაფორმებლად, „ბარსელონას“ 200 მილიონ ევრომდე სჭირდება და რამდენად მოუყრიან ამ თანხას თავს კატალონიელები, ძნელი სათქმელია.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე