ხურციძე თავისუფალია და საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ალბათ, გახსოვთ, რა აჟიოტაჟი მოჰყვა პროფესიონალი ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის დაკავებას ექვსი წლის წინ. მაშინ „ჩაქუჩა“ ამერიკაში სატიტულო ბრძოლის გასამართად გაემგზავრა, მაგრამ ქართულ-რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით, აეროპორტში დააკავეს და გრძელვადიანი სასჯელიც მიუსაჯეს. იმის გამო, რომ ეს მისთვის პირველი დაკავება გალხდათ და ციხეშიც კარგად იქცეოდა (თუ რამდენიმე ჩხუბს არ ჩავთვლით), ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე, 43 წლის ხურციძე იმ დარბაზში მივიდა, სადაც მანამდე ვარჯიშობდა და გულშემატკივრებს სიხარულთ ამცნო, რომ იმავე დარბაზში კიდევ ერთი ქართველი მოკრივე, ლაშა გურგულიანი ვარჯიშობს. აი, რას წერს „ჩაქუჩა“ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე:

„ლაშა დღეს გავიცანი დარბაზში, ახლა იქიდან მოვდივართ. ამერიკის მთავრობა ძალიან ნერვიულობდა, არ დავკარგულიყავი და ამიტომ, სამაჯურით გამომიშვეს. მაგრამ ეს პრობლემა არაა, ქამრები მალე დამიბრუნდება, თუმცა საქართველოს სახელით აღარ ვიჩხუბებ. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი და აშშ-ს ლტოლვილად ჩავბარდი. თუ აქ დასჭირდებათ, ამერიკის დროშით გამოვალ. რა თქმა უნდა, ქართველებს ბოდიშს გიხდით, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა“...

ბოლოს, ქართველმა მოკრივემ ექვსი წლის წინ იჩხუბა და სატიტულო ბრძოლა რატომაც ჩაეშალა, გითხარით. თუ ის პროფესიონალურ კარიერას განაახლებს და ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, 43 წლის ასაკში, კრივის ისტორიაში, ის მესამე, ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი იქნება.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე