ექვსი მედალი და გუნდური მეორე ადგილი ევროპაზე

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ზაგრებში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე, საერთო ჯამში, ექვსი მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენი გუნდი მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩა. ვაღიაროთ, მეზობლებმა საოცრად იასპარეზეს და გუნდურში პირველი ადგილი დამსახურებულად მოიპოვეს.

რაც შეეხება ქართველთა მონაგარს: 97კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გახდა. მან მთელი ტურნირი დამაჯერებლად განვლო და ფინალშიც საოცარი შეხვედრა მოიგო. სამწუხაროდ, ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა ჩვენი ლეგენდარული ფალავანი გენო პეტრიაშვილი (125კგ.). მან ტრადიციულ მეტოქესთან, თურქ ტაჰა აკგულთან 4:9 წააგო. არადა, ველოდით, რომ გენო შარშან, ევროპისავე ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშს აიღებდა, თუმცა ამ ჯერზე არ გამოუვიდა.

შოთა ფარტენაძემ (61კგ.), ედემ ბოლქვაძემ (65კგ.), ავთანდილ კენჭაძემ (74კგ.) და მირიან მაისურაძემ (92კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე