რონალდუს არაბეთში სასამართლო ელის

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არაბული „ალ ნასრის“ მთავარი ვარსკვლავი, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ყოველ შემთხვევაში, მას არაბმა ადვოკატმა ნოუფ ბინ აჰმედმა უკვე უჩივლა და პორტუგალიელის დასჯას კატეგორიულად ითხოვს.

საქმე ის გახლავთ, რომ რონალდუს გუნდმა 25-ე ტურის მატჩი წააგო და მოედნიდან გასვლის დროს, კრიშტიანუს გასაბრაზებლად, მეტოქე გუნდის ფანებმა „მესი, მესი“-ს სკანდირება დაიწყეს. მოედნიდან გასვლამდე ფეხბურთელმა ხელი საზარდულზე მოიკიდა, რაც... არაბული კანონებით ისჯება და ამ ქმედების საჯაროდ გაკეთების შემთხვევაში, პიროვნებას ციხე ელის. არადა, არაბეთის სადისციპლინო კომიტეტმა რონალდუ უკვე გაამართლა, რადგან კლუბმა წარადგინა საბუთი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელს საზარდულის კუნთის ტრავმა აქვს და სწორედ ის ასტკივდა მოედნიდან გასვლის დროს, რისიც ადვოკატს არ სჯერა.

„კანონს ყველამ პატივი უნდა ვცეთ და არ აქვს მნიშვნელობა, ეს რონალდუა თუ სხვა ვინმე. კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს“, - აცხადებს ნოუფ ბინ აჰმედი და დიდი იმედი აქვს, რომ მის აზრს არაბული სასამართლოც გაიზიარებს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე