ხეცურიანმა მსოფლიო თასი მოიგო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველი მოფარიკავე ფავორიტად იყო შერაცხული და ნახევარფინალში ეს დაამტკიცა კიდეც, როცა ჩინელ მეტოქეს 15:2 სძლია, ფინალში კი მისი მოწინააღმდეგე ტაილანდელი საისუნ იანი გახლდათ.

შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, ანგარიში 8:8 იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ხეცურიანმა უფრო დამაჯერებლად იასპარეზა და საბოლოოდ 15:12 იმარჯვა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე