ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მეშვიდედ გახდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქართველმა მძიმეწონოსანმა ატაცში 222 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. აკვრაში კი 252 კილოგრამი დააფიქსირა და ამ დისციპლინაშიც ოქროს მედალი მოიპოვა.

ორჭიდის ჯამში ლაშამ 474 კილოგრამი დააფიქსირა და კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.