ჩემი ოჯახის გაბედნიერება მსურდა და ვფიქრობ, ეს მოვახერხე - გიორგი მიქაუტაძე

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში „სენტ ეტიენთან“ ჩატარებულ შესანიშნავ თამაშზე  გააკეთა კომენტარი. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დუბლი შეასრულა და „მეცის“ გამარჯვებაში (3:1) გადამწყვეტი როლი ითამაშა. ასევე იმ ჟესტზეც ისაუბრა, რომელმაც მასპინძელთა ფანები გააღიზიანა.

„ვიცით, რომ „სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ ჩვენ მოედანზე მოსაგებად და სამი ქულის მოსაპოვებლად გავედით. ეს მოვახერხეთ და ამით ბედნიერი ვარ.

პირველი გოლისას მივხვდი, რომ გვერდზე უნდა გავწეულიყავი, ჩემთვის ბურთი რომ მოეცათ. საერთოდ ვცდილობ, ბევრი ვიმოძრაო, თამაში გავამრავალფეროვნო, რადგან ასე მცველებს საქმეს ვურთულებ, ამაზე ბევრს ვმუშაობ.

რაც შეეხება გულშემატკივართა რეაქციას – ლიონელი ვარ და როდესაც სენტ ეტიენში ვთამაშობთ ყველამ ვიცით, რომ ამ ორ კლუბს შორის დიდი კონკურენციაა. თამაშს ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ და მსურდა, ისინი გამებედნიერებინა. ვფიქრობ, ეს მოვახერხე“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.