ვინ და როგორ შეძლებს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საზეიმოდ 18 თებერვალს გაიხსნება. დასწრების მსურველებს აინტერესებთ, სჭირდებათ თუ არა რაიმე სახის პროცედურის გავლა ჩემპიონატის საყურებლად. აღნიშნულ საკითხზე "სამხრეთის კარიბჭე" „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ორჯონიკიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, სასრიალო ტრასების მიმდებარე ტერიტორია, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, რამდენიმე ზონად დაიყოფა. მაყურებლებს შეჯიბრის ყურება მათთვის გამოყოფილი სივრციდან შეეძლებათ. დასწრება ყველასთვის უფასო იქნება.

„ჩემპიონატზე დასწრება შეეძლება ყველა მსურველს, ამისთვის არანაირი საშვი საჭირო არ არის. ზონებად დაიყოფა, მაგალითად: პრესისთვის, საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებისთვის, მაყურებლებისთვის და.ა.შ. აღნიშნულ ტერიტორიებამდე მაყურებლები მისვლას საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეძლებენ, რომლის ღირებულებაც 1 ლარია“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ეკატერინე ორჯონიკიძე.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანი ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია. შეჯიბრი 19 თებერვლიდან დაიწყება, საზეიმო გახსნა 18 თებერვალსაა დაგეგმილი