რაგბი ევროპაზე ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმის გამო, რომ რაგბი-ევროპის ჩემპიონატს, მუდმივად საქართველოს ნაკრები იგებდა, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს წესები შეეცვალათ და შანსი სხვებისთვისაც მიეცათ. ამიტომ, წელს რაგბი ევროპაზე ექვსის ნაცვლად, რვა გუნდი მონაწილეობს და ისინი ორ ჯგუფში არიან გადანაწილებული. ორი ტ ურის შემდეგ, ნახევარფინალისტების ვინაობა უკვე გაირკვა და თუ ჩვენი ჯგუფიდან, „ბორჯღალოსნებთან“ ერთად ესპანეთი გავიდა, მეორე ჯგუფიდან 1-2 ადგილებს პორტუგალია და რუმინეთი ინაწილებენ. საქართველო ნახევარფინალში მეტოქის ვინაობას მომავალ უქმეებზე გაიგებს, როცა მესამე ტურის მატჩები შედგება, მაგრამ ცხადია, რომ ჩვენი მეტოქე ან რუმინეთი იქნება, ანაც პორტუგალია. ესპანეთი ამ ოთხეულში ყველაზე სუსტია და ქართველებს ფინალშიც „ჭიდაობა“ ელოდებათ.

„ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ეგებ შემთხვევით, რუმინეთს ან პორტუგალიას გაუმართლოს და ერთი შეხვედრა მოუგოს საქართველოს ნაკრებს. ამის შემდეგ, ევროპული ფეხბურთის მამები „ბორჯღალოსნებს“ ეტყვიან, რომ ექვს ერში მათი თამაში ადრეა. სხვა შემთხვევაში, უკვე ბრმაც ხედავს, რომ საქართველო ექვსი ერისთვის მზადაა და თავის შანსს ჯიუტად ითხოვს“,-წერენ ევროპელები.