„მანჩესტერში“ ფერგიუსონი მოენატრათ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“, პრემიერლიგის მორიგ ტურში, დასანანი მარცხი განიცადა. „იუნაიტედი“ მანჩესტერულ დერბიში „სიტის“ მასპინძლობდა და შეხვედრა უშანსოდ, 0:3 დათმო. რა თქმა უნდა, მარცხი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით მწარე აღმოჩნდა და ნამატჩევს ერთი, ძალიან საინტერესო სტატისტიკა გაიხსენეს.

გუნდის ლეგენდარული თავკაცი, სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც „წითელ ეშმაკებს“ 1986 წლიდან 2013 წლამდე წვრთნიდა, ახლაც ყველა საშინაო შეხვედრას ესწრება. ჰოდა, მისი მწვრთნელობის პერიოდში, მანჩესტერელებმა საშინაო მოედანზე 405 შეხვედრა გამართეს და მხოლოდ 34 წააგეს. აი, სერ ალექსის წასვლის შემდეგ, „მანჩესტერმა“ შინაურ კედლებში 196 მატჩი ჩაატარა და „სიტისთან“ წაგებული შეხვედრა... 34 იყო, ანუ ზუსტად იმდენჯერ დამარცხდნენ, რამდენიც 26 წლის განმავლობაში ჰქონდა ძია ფერგის წაგებული. ამიტომაც არის, სერ ალქესს გულშემატკვირებმა ძეგლი სიცოცხლეშივე რომ დაუდგეს, მანჩესტერის სტადიონისკენ მიმავალ ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი რომ დაარქვეს, „ოლდ ტრაფორდზე“ მისი სახელობის ტრიბუნაც რომ არის და ზოგადად, ფერგიუსონი კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ კაცად ითვლება.