ცოტა სასაცილო და ცოტა შემაშფოთებელი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ კვირას, ლონდონის „არსენალმა“ სოციალურ ქსელში ქალთა გუნდის ფოტო განათავსა. გოგონები ლარსა და მწკრივში დგანან, ძალიან ლამაზად გამოიყურებიან და ასეთ ფოტოს სეზონის სტარტზე ყველა გუნდი აკეთებს. თითქოს, ამ ყველაფერში უცნაური არაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფოტოს გამოქვეყნებას სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვა.

საქმე ის გახლავთ, რომ კლუბის ყველა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი თეთრკანიანია. ჰოდა, გულშემატკივრებმა, არასამთავრობოებმა და კიდევ, ვისაც არ დაეზარა, ამ სურათში რასიზმის ნიშნები დაინახეს, აქაოდა, ერთი ფერადკანიანი მაინც რატომ არ გირევიათო?

„ვაღიარებთ, რომ ქალთა გუნდს ის მრავალფეროვნება აკლია, რაც კლუბის სისტემაში გვაქვს. სხვადასხვა წარმომავლობის ქალებისა და გოგონების აღზრდა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. პარალელურად, კონკრეტული ღონისძიებები მიმდინარეობს, რათა ფეხბურთი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ვამაყობთ, რომ ჩვენ სხვადასხვა წარმომავლობის ფეხბურთელები გვყავს, რომელსაც კლუბის ისტორია, წარმატება და კულტურა უკავშირდება. კლუბის პრიორიტეტი მრავალფეროვნების ხელშეწყობაა“, - ეს განცხადება „არსენალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა და როგორც გაირკვა, კლუბი სასწრაფოდ აპირებს ორი გოგონას დამატებას. მთავარი მთხოვნა არა საფეხბურთო მონაცემები, არამედ, კანის ფერია.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე