მსოფლიომ ბობი ჩარლტონი დაკარგა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინგლისის ნაკრების, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ზოგადად, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, სერ ბობი ჩარლტონი, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება მისმა ოჯახმა გაავრცელა და როგორც მასშია აღნიშნული, ჩარლტონი მშვიდ გარემოში, ოჯახის წევრებით გარშემორტყმული აღესრულა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, ჩარლტონს 758 შეხვედრაში, 249 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ინგლისის ნაკრებში ჩატარებულ 106 მატჩში, მეტოქეთა კარის ბადე 49-ჯერ შეარხია. რაც მთავარია, ის იყო იმ ლეგენდარული ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც 1966 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. სხვათა შორის, იმ ნაკრებში მისი ძმა, ჯეკი ჩარლტონიც თამაშობდა. იმავე წელს, ბობი ჩარლტონმა „ოქროს ბურთი“ მოიგო. საკლუბო დონეზე კი, „მანჩესტერის“ რიგებში, ჩარლტონს 1968 წელს, ევროპის თასი (დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა) აქვს მოგებული.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე