თბილისის მერიამ მიმდინარე წელს შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ოთხი კომპანიის ე.წ. შავ სიაში შეყვანის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" თბილისის მერიიდან აცნობეს.
ასეთ კომპანიებს შორისაა შპს "გრინსერვისი +", რომელიც თბილისში, ვაკის პარკში შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია მერიის ტენდერებში მას შემდეგაც მონაწილეობდა, რაც ვაკის პარკის რეაბილიტირებულ შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
"გრინსერვისი +"-თან ერთად, დედაქალაქის მერია ე.წ. შავ სიაში შემდეგი კომპანიების შეყვანას ითხოვს:
-შპს "გაბ. ჯორჯია" - ქ. თბილისში, სოფელ დიდ ლილოში (არჩილ მეფის ქ. N2) სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები;
-შპს "ირლანი" - ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, გ. ნიკოლაძის ქუჩაზე გამავალი სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
-შპს "ფარაონი" - ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩა N2-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები.
წელს თბილისის მერიამ შავ სიაში ოთხი კომპანიის შეყვანა მოითხოვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი