სამგორის რაიონის გამგეობა ნავთლუღის II დასახლებაში ახალ რეკრეაციული სივრცეს აწყობს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონის გამგეობა ნავთლუღის II დასახლებაში N1 კორპუსის მიმდებარედ ახალ რეკრეაციული სივრცეს აწყობს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, 2400 კვ.მ ფართობზე მოეწყობა დასასვენებელი ზონები, სპორტული მოედანი, საბავშო და სავარჯიშო სივრცეები.

რეკრეაციული სივრცე გაზონით შემოისაზღვრება და იქ სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება. ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები.

სკვერში ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი განთავსდება.
მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად გაეცნო.