საგანმანათლებლო კვირეულში - „გუნდი, გუნდის მშენებლობა“ მონაწილეობის მსურველთა მიღება დაიწყო

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება ხუთდღიან ახალგაზრდულ ბანაკში მიღებას აცხადებს.


პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შეეძლებათ, არაფორმალური განათლების მიმართულებით აიმაღლონ ცოდნა, აღმოაჩინონ და განავითარონ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარები აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩასართველად, ასევე, განავითარონ ლიდერული და გუნდური მუშაობისათვის საჭირო თვისებები.
 _ღონისძიება სამცხე-ჯავახეთში ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება, რაც ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობას მოიცავს.
  _ბანაკის თემატური მიმართულებებია:
  _ლიდერობა;
  _გუნდურობა;
  _გუნდის მშენებლობა;
 _ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა;
_ მონაწილეობის მსურველები აპლიკაციის შევსებას 28 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ ბმულზე: https://shorturl.at/mnxV4
 

ასევე, ბანაკის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ტიპის ინტერაქციული/გასართობი აქტივობა, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გუნდური მუშაობის პრინციპით უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.


 ახალგაზრდული ბანაკი გაიმართება 6-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით;
 

მინიმალური მოთხოვნები მონაწილეებისათვის:
 _მონაწილეთა ასაკი : 16-დან 20 წლის ჩათვლით
 _მონაწილეობის მსურველი რეგისტრირებული უნდა იყოს სამგორის რაიონში
_მონაწილეობის მსურველმა აუცილებლად უნდა შეავსოს აპლიკაცია სრულყოფილად,
_უნდა იყოს აქტიური, ენერგიული და კრეატიული


  აპლიკაციის შევსების შემდეგ, მონაწილეობის მსურველ ახალგაზრდებთან გაიმართება გასაუბრება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან მონაწილეები.
  _ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობა უფასოა
  _მონაწილეთა მგზავრობას, სასტუმროში განთავსებასა და კვებას სამგორის გამგეობა უზრუნველყოფს.