სამგორის გამგებელი აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სამგორი რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის მიზანია კოორდინირებულ რეჟიმში, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან მათი განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება.