წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ცაბაძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 25 აპრილის 23:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში, გიორგი ცაბაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად.

„კერძოდ, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით – დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთის გავლით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან „დინამო არენასკენ“ გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.