ონის მუნიციპალიტეტში კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფის სამუშაოები მიმდინარეობს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
?️ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფის სამუშაოები 5 მდებარეობაზე პარალელურად მიმდინარეობს
? პროექტის ფარგლებში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 5 სხვადასხვა მდებარეობაზე (კმ106.6-კმ109, კმ109.5, კმ114, კმ119, კმ125) ეწყობა ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამბა, ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები და ბეტონის კედელი
? ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე უკვე დასრულდა ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამბის, 3 მეტრის სიმაღლის ე.წ. ბერმის მოწყობა. ამავე გზის კმ106.5-კმ109 და 114-ე კმ მონაკვეთებზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეებისა და ბეტონის ბლოკებისგან კედლის მოწყობა, ხოლო 109-ე კმ-ზე ეწყობა ბეტონის ბლოკების კედელი
? პროექტის ღირებულება 4,2 მლნ. ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება
? კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შედეგები სულ უფრო მკვეთრად ვლინდება მთელს მსოფლიოში. კლიმატის ცვლილების მავნე ზეგავლენების პრევენციისა და მაქსიმალური შემცირებისთვის აუცილებელია სხვადასხვა ღონისძიებების გატარება შესაბამის ადგილებში
? მიმდინარე სამუშაოები ხელს შეუწყობს გზაზე უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას, მოსალოდნელი მავნე ზეგავლენის პრევენციას და კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფას
? მსგავსი პროექტები უზრუნველყოფს საავტომობილო გზების მონაკვეთებზე კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და ზეგავლენის შერბილებას