რა ღირს საჩემპიონო ქამარი?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც UFC-ს ორ წონაში საჩემპიონო ქამრის მფლობელები ქართველები გახდნენ, ამ სპორტის და ზოგადად, UFC-სთან დაკავშირებული ნებისმიერი თემის მიმართ ინტერესი ძალიაან გაიზარდა. მაგალითად, საინტერესოა, რა ღირს ქამარი, რომელსაც ჩემპიონს აძლევენ? მისი ფასი დაახლოებით 300 ათასი დოლარია და ყოველი მოგბის შემდეგ იზრდება, რადგან ყოველი გამარჯვების შემდეგ, UFC-ს შეფები მას ერთ ძვირფას ქვას უმატებეენ.

საჩემპიონო ქამრის შეძენა რიგით მოკვდავებსაც შეუძლიათ და მისი ფასი 300 დოლარია, მაგრამ, თუ ქამარს ხელს მოქმედი ჩემპიონი მოაწერს, ღირებულება ათჯერ იმატებს და 3-დან 4 ათას დოლარამდე მერყეობს. ისე, ნამდვილი საჩემპიონო ქამრის შექმნაში, დაახლოებით 900 გრამი უმაღლესი ხარისხის ოქრო იხარჯება, რააც ცოტა ნამდვილად არ არის.

ცნობისათვის, ექსპერტებმა ორივე ქართველი ჩემპიონის ქონება შეაფასეს და მათი მოსაზრებით, ილია თოფურიას ქონება მილიონ დოლარს აჭარბებს, მერაბ დვალიშვილის - 2 მილიონ დოლარს.