ორი ახალგაზრდა გუნდაობისთვის დააჯარიმეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ორ ინგლისელ ახალგაზრდას გუნდაობა 10 ათასი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.

მათ ჯარიმა გამოუწერეს, რადგან სამართალდამცავებმა ჩათვალეს, რომ ისინი ხელს უწყობდნენ კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას. შეზღუდვების მიუხედავად, ერთი თვის წინ, თოვლით ბრძოლა გამართეს ქალაქ ლიდსის მცხოვრებლებმა. დაჯარიმებული ახალგაზრდების თაოსნობით, საგუნდაოდ ასობით ადამიანი გამოვიდა. ამის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები კი სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ლოქდაუნის“ დროს, მოქალაქეებს მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში შეხვედრების უფლება ჰქონდათ. 30-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით მოწყობილი ღონისძიება კი 10 ათასი გირვანქა სტერლინგით ისჯება.