პლანეტის უხუცესი ქალი გარდაიცვალა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონელი ქალბატონი კანე ტანაკა, რომელიც 2019 წელს, პლანეტის უხუცეს ადამიანად აღიარეს, 119 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტანაკა 1903 წელს დაიბადა, გადაიტანა ორი მსოფლიო ომი და ხუთი იმპერატორის მმართველობას მოესწრო. უხუცესი იაპონელი ფუკუოკას პრეფექტურაში, მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა. იანვარში მას 119-ე დაბადების დღე მიულოცეს. როგორც თავად ქალბატონი ტანაკა ამბობდა, ყველაზე მეტად გაზიანი სასმელები და შოკოლადი უყვარდა. 2019 წელს, როგორც პლანეტის უხუცესი მცხოვრები, გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა.